ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. თქვენი დახმარება მნიშვნელოვანია, გთხოვთ გააკეთოთ შემოწირულობა. უფრო ვრცლად.
    შესვლა

    Forex VPS

    VPS სერვერი არის კომპიუტერი, რომელსაც უერთდებით, ჩამოტვირთავთ ერთ ან მეტ სავაჭრო ტერმინალს და რთავთ სავაჭრო მრჩეველს. შედეგად, რობოტები ვაჭრობენ ამ სერვერზე დამოუკიდებლად. ვირტუალურ სერვერზე სავაჭრო რობოტის მუშაობისას, ისეთი ტექნიკური ხარვეზი, როგორიცაა ინტერნეტის ან ელექტროენერგიის გათიშვა, აღმოიფხვრება სრულად და უპრობლემოდ. ტერმინალების მუშაობის მართვა, კონტროლი ან გათიშვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ამ ტიპის სერვერი ავტომატურად არის კონფიგურირებული MetaTrader-თან მუშაობისთვის. ყველაფერი, რაც სწრაფი ვაჭრობის დასაწყებად გჭირდებათ, სერვერზე უკვე დაყენებულია.

    *თქვენ მიერ შეკვეთილი სერვისის თითოეულ ტერმინალზე გამოყოფილი იქნება არაუმეტეს 1 გბ ოპერატიული მეხსიერება. მაგალითად, თქვენ შეუკვეთეთ Forex 4 სერვისი ოთხი MT4 პროგრამის განსათავსებლად, ასეთ შემთხვევაში, ოპერატიული მეხსიერების საერთო რაოდენობა იქნება 4 გბ, მაგრამ თითოეული MT4 პროგრამა შემოიფარგლება 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით.

    *თქვენ მიერ შეკვეთილი სერვისის თითოეულ ტერმინალზე გამოყოფილი იქნება არაუმეტეს 1 გბ ოპერატიული მეხსიერება. მაგალითად, თქვენ შეუკვეთეთ Forex 4 სერვისი ოთხი MT4 პროგრამის განსათავსებლად, ასეთ შემთხვევაში, ოპერატიული მეხსიერების საერთო რაოდენობა იქნება 4 გბ, მაგრამ თითოეული MT4 პროგრამა შემოიფარგლება 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით.

    ნაბიჯი 1

    ყიდვა

    სატარიფო პაკეტის არჩევისას, გაითვალისწინეთ ტერმინალების რაოდენობა. თუ ვაჭრობას კოპირების რობოტით აპირებთ, თქვენ დაგჭირდებათ ტარიფები 2+ ტერმინალისთვის.

    ყიდვა
    ნაბიჯი 2

    შესვლა

    შედით თქვენს სერვერზე, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ბმულიდან, გახსენით ის, და შეიყვანეთ თქვენი სერვერის მიღებული მონაცემები.

    შესვლა
    ნაბიჯი 3

    ვაჭრობა

    ვაჭრობის დასაწყებად, უნდა დააინსტალიროთ თქვენი MT ტერმინალი. იხილეთ ეტაპობრივი ინსტრუქცია. აამუშავეთ თქვენი ტერმინალი და ივაჭრეთ 24/7.

    ვაჭრობა
    ნაბიჯი 1

    ყიდვა

    სატარიფო პაკეტის არჩევისას, გაითვალისწინეთ ტერმინალების რაოდენობა. თუ ვაჭრობას კოპირების რობოტით აპირებთ, თქვენ დაგჭირდებათ ტარიფები 2+ ტერმინალისთვის.

    ყიდვა
    ნაბიჯი 2

    შესვლა

    შედით თქვენს სერვერზე, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ბმულიდან, გახსენით ის, და შეიყვანეთ თქვენი სერვერის მიღებული მონაცემები.

    შესვლა
    ნაბიჯი 3

    ვაჭრობა

    ვაჭრობის დასაწყებად, უნდა დააინსტალიროთ თქვენი MT ტერმინალი. იხილეთ ეტაპობრივი ინსტრუქცია. აამუშავეთ თქვენი ტერმინალი და ივაჭრეთ 24/7.

    ვაჭრობა
    PING-TEST

    შეამოწმეთ თქვენს ბროკერთან დაკავშირების სიჩქარე

    შეამოწმეთ თქვენს ბროკერთან დაკავშირების სიჩქარე

    აირჩიეთ ბროკერი შესამოწმებლად
      0 ms

      Forex Server FAQ

      • რა არის Forex VPS სერვერი და რისთვის არის განკუთვნილი ის?

        Forex VPS სერვერების გამოყენება შეიძლება მხოლოდ საკუთარი სავაჭრო ტერმინალებისა და მათი დამატებების ასამოქმედებლად, მათი სადღეღამისო მუშაობის უზრუნველყოფით. ამისთვის, უნდა ატვირთოთ თქვენი ტერმინალები ZOMRO-ს Forex VPS სერვერზე, აამოქმედოთ ისინი, რის შემდეგ ტერმინალები მუშაობას ავტომატურ რეჟიმში აგრძელებენ. მათი მართვისთვის და მუშაობის დასაკონტროლებლად, შეგიძლიათ შეხვიდეთ სისტემაში ნებისმიერ დროს. ამ ტიპის სერვერები წინასწარ კონფიგურირებულია MetaTrader-თან მუშაობისთვის, თქვენ კი, როგორც კლიენტი, იღებთ მხოლოდ სამომხმარებლო წვდომას. ყველაფერი, რაც საჭიროა ვაჭრობის სწრაფად დასაწყებად, სერვერზე უკვე დაყენებულია.

      • რა განსხვავებაა Forex VPS სერვერების სატარიფო პაკეტებში?

        ZOMRO-ს ყოველი მომდევნო სატარიფო პაკეტი უფრო მეტს შემოგთავაზებთ. მაგალითად, პირველი სატარიფო პაკეტის ფარგლებში მიიღებთ 1 გბ სუფთა ოპერატიულ მეხსიერებას (მეხსიერება, რომელსაც იყენებს OS Windows, ტარიფში არ შედის და არ ითვლება) და 3 გბ მეხსიერებას თქვენი ტერმინალის და რობოტის ინსტალაციისთვის, ასევე თქვენი ვაჭრობების შესახებ ჩანაწერების შესანახად. ამასთან ერთად, თითოეულ ტერმინალს აქვს პროცესორის დატვირთვისთვის გამოყოფილი პროცენტი, რაც თქვენს ტერმინალს არ მისცემს შესაძლებლობას, შემთხვევით გადატვირთოს სისტემა. ეს პარამეტრები ყოველ მომდევნო სატარიფო პაკეტში მრავლდება ტერმინალების რაოდენობაზე. საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ ყველა მატება მიბმულია ტერმინალებთან. ასე, მაგალითად, სატარიფო პაკეთში, რომელშიც შედის 2 ტერმინალი, სისტემა თითოეული ტერმინალისთვის თანაბრად გამოყოფს ოპერატიულ მეხსიერებას და პროცესორის დატვირთვას (თითოზე 1 გბ).

      • სად არის განლაგებული სერვერი ფიზიკურად?

        ZOMRO სერვერის ბაზა მდებარეობს ნიდერლანდებში, მაგრამ Forex VPS სერვერებისთვის ჩვენ ვიყენებთ სხვა მონაცემთა ცენტრებში შეძენილ აღჭურვილობას, მათ შორის გერმანიაში და ამერიკაში, რაც თქვენ საშუალებას მოგცემთ განათავსოთ თქვენი სავაჭრო ტერმინალები ფიზიკურად მაქსიმალურად ახლოს უმსხვილეს სავაჭრო პლატფორმებთან და საბროკერო სერვერებთან. ამ მიდგომის მეშვეობით, შემცირდება პინგი, რაც არსებითად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ფორექსი რობოტების ვაჭრობა იყოს წარმატებული. პინგის შემოწმება უამრავ სერვერთან შესაძლებელია ჩვენი პინგ-ტესტის მეშვეობით, უშუალოდ ამ საიტზე, ან, სიაში თქვენი სავაჭრო სერვერის არპოვნის შემთხვევაში, დაუკავშირდით ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდს და ისინი შეამოწმებენ პინგს თქვენს კონკრეტულ სერვერზე.

      • რომელი სავაჭრო ტერმინალების დაყენება შეიძლება Forex VPS სერვერზე?

        შესაძლებელია ნებისმიერი ბროკერის MT4 და MT5 ტერმინალების გამოყენება. თუ თქვენ იყენებთ MetaTrader-გან განსხვავებულ ტერმინალს, ან გჭირდებათ დამატებითი EXE ფაილების გამოყენება MT-სთან მუშაობისთვის, მაშინ, საჭიროა დაუკავშირდეთ ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრს, რათა შეამოწმოთ თავსებადობა და Forex VPS სერვერის გამოყენების შესაძლებლობა. ამჟამად, ნებადართული პროგრამებისა და ტერმინალების მონაცემთა ბაზაში, მოიპოვება ექვსასზე მეტი ბროკერის აპლიკაცია და რობოტების დამატება. მნიშვნელოვანია: გამოიყენეთ თქვენს მუშაობაში ტერმინალებისა და აპლიკაციების უახლესი ვერსიები! ეს დაგიცავთ ტერმინალების მოულოდნელი გადატვირთვისა და რესტარტისგან.

      • რა განსხვავებაა Forex VPS სერვერსა და Windows ოპერაციულ სისტემაზე არსებულ ჩვეულებრივი VPS შორის?

        მთავარი განსხვავება არის ის, რომ Forex VPS სერვერი გახლავთ ნამდვილად სტაბილური და ხარისხიანი გამოყოფილი სერვერი. ამავე დროს, Forex VPS სერვერის შესაძლებლობები შეზღუდულია: მასში შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული პროგრამების (ტერმინალების და მათი დამატებების) ჩატვირთვა და ამოქმედება, მაგრამ შეუძლებელია რაიმე სისტემური პარამეტრების შეცვლა. მნიშვნელოვანია, რომ Forex VPS არ მოითხოვს სერვერის ადმინისტრირებასა და კონფიგურირებაზე ზრუნვას – ყველაფერი უკვე მზად არის, საკმარისია ჩამოტვირთოთ და დააკონფიგურიროთ ტერმინალები, და დაიწყოთ მუშაობა. საჭიროა იცოდეთ, რომ თქვენს სატარიფო პაკეტში მითითებულ პარამეტრებში გათვალისწინებულია თქვენი ტერმინალის მხოლოდ სუფთა დატვირთვის პარამეტრები.

      • რა უნდა გავითვალისწინოთ სატარიფო პაკეტის არჩევისას?

        სატარიფო პაკეტის არჩევისას, საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი: 1. ამოქმედებული ტერმინალების რაოდენობა (თითოეული აქტიური terminal.exe პროცესი ან მისი ანალოგი). ამოქმედებული ტერმინალების რაოდენობა კონტროლდება ავტომატურად, ყველა ზედმეტი (ლიმიტის გადაჭარბებით მომუშავე) პროცესი დასრულდება. 2. დისკის კვოტა – დისკზე გამოყოფილი ადგილის მაქსიმალური მოცულობა, რომელიც შეიძლება დაიკავოს თქვენმა ყველა ფაილმა. 3. სატარიფო პაკეტებში მითითებულია RAM-ის მაქსიმალური მოცულობა, რომელიც შეიძლება დაიკავოს თითოეულმა ტერმინალმა. ტერმინალების მიერ დაკავებული მეხსიერების მოცულობა კონტროლდება ავტომატურად. 4. ყველა ტერმინალის მიერ CPU-ზე წარმოებული დატვირთვა ასევე კონტროლდება ავტომატურად.

      • როგორ კონტროლდება რესურსების გამოყენება?

        15 წუთში ერთხელ სისტემა ავტომატურად ამოწმებს მომუშავე ტერმინალების რაოდენობას და იწერს თითოეული ტერმინალის მიერ დაკავებული მეხსიერების მოცულობას (1 მეგაბაიტამდე სიზუსტით) და მის მიერ წარმოებულ დატვირთვას CPU-ზე (0,01 პროცენტამდე სიზუსტით). თუ მომუშავე ტერმინალების რაოდენობა მეტია, ვიდრე თქვენ მიერ შეძენილ სატარიფო პაკეტშია გათვალისწინებული, ზედმეტი ტერმინალების მუშაობა მორიგი შემოწმების პროცესში დასრულდება. მაგრამ, თქვენ არ მიიღებთ რაიმე გაფრთხილებას ან შეტყობინებას, იმიტომ რომ თქვენ ისედაც იცით, რამდენი ტერმინალის ამოქმედება შეგიძლიათ და რამდენი ტერმინალი უკვე ამოქმედდა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დახურვას შეიძლება დაექვემდებაროს ნებისმიერი მომუშავე ტერმინალი (ტერმინალების ამოქმედების დრო/თანმიმდევრობა მის დახურვაზე არ მოქმედებს).

      • რისი გაკეთება არ შეიძლება Forex VPS სერვერზე?

        - იმ ფაილების ატვირთვა და შენახვა, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული, მათ შორის, საინსტალაციო პაკეტები ან სარეზერვო ასლები. - სერვისის გამოყენება სტრატეგიების ტესტირების, მრჩეველთა საცდელი ამოქმედების/ოპტიმიზაციის მიზნით. - ბრაუზერის ამოქმედება. - ფაილების შენახვა Desktop-ის (სამუშაო მაგიდა) და AppData\Roaming კატალოგების მიღმა. - სამუშაო მაგიდის მიღმა არსებულ რაიმე ობიექტთან წვდომის მცდელობა. - აკრძალულია თქვენს ანგარიშზე სხვისთვის წვდომის დაშვება, მათ შორის, ერთობლივი გამოყენების მიზნითაც.