კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 29 ივნისი 2022 წ.
წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ აღწერს ჩვენს პოლიტიკას და პროცედურებს ჩვენი სერვისის სარგებლობისას თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, ასევე განმარტავს, რა არის თქვენი კონფიდენციალურობის უფლებები და როგორ გიცავთ კანონი.
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენთვის ჩვენი სერვისის მოწოდების და მისი გაუმჯობესების მიზნით. ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ინფორმაციის შეგროვებას და გამოყენებას ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
ტერმინთა განმარტება
Interpretation
The words of which the initial letter is capitalized have meanings defined under the following conditions. The following definitions shall have the same meaning regardless of whether they appear in singular or in plural.
განმარტებები
მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის კონტექსტში:
-
ანგარიში – უნიკალური მომხმარებლის ანგარიში, რომელიც შექმნილია თქვენთვის, რათა თქვენ გქონდეთ წვდომა ჩვენს სერვისზე ან მის რომელიმე ნაწილზე.
-
Company (referred to as either "the Company", "We", "Us" or "Our" in this Agreement) refers to Celeritas International LLC (Id: 47851500).
-
ქუქი-ფაილები (Cookies) – პატარა ფაილები, რომლებიც ვებსაიტის მიერ განთავსდება თქვენს კომპიუტერში, მობილურ მოწყობილობაში ან ნებისმიერ სხვა მოწყობილობაში, და შეიცავს თქვენ მიერ ვებსაიტის სტუმრობის და დათვალიერების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ამ ტიპის ინფორმაცია გროვდება ვებსაიტის თითოეული მნახველის შესახებ.
-
ქვეყანა – ნიდერლანდები.
-
მოწყობილობა – ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ჩვენს სერვისზე წვდომა, მაგალითად, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი ან ციფრული პლანშეტი.
-
პერსონალური მონაცემები – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიკაციის პროცესში მყოფ პირს.
-
სერვისი – ჩვენი ვებსაიტი.
-
მომსახურების მომწოდებელი – ნებისმიერი უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს ჩვენი კომპანიის სახელით. ეს შეიძლება იყოს მესამე მხარის კომპანიები ან ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებულნი არიან კომპანიის მიერ შემდეგი მიზნით: სერვისის უზრუნველყოფა, კომპანიის სახელით სერვისის გაწევა, კომპანიის სერვისთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, ან სერვისის გამოყენების ანალიზის პროცესში კომპანიისთვის დახმარების გაწევა.
-
გამოყენების მონაცემები – ავტომატურად შეგროვებული მონაცემები, რომლებიც გენერირებულია სერვისის გამოყენების შედეგად ან თავად სერვისის ინფრასტრუქტურიდან (მაგალითად, ვებგვერდის მონახულების ხანგრძლივობა).
-
ვებსაიტი – Zomro.com, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: Zomro.com
-
თქვენ – ფიზიკური პირი, რომელიც ნახულობს ან სარგებლობს ჩვენი სერვისით, ან კომპანია/ნებისმიერი იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ეს ფიზიკური პირი ნახულობს ან სარგებლობს ამ სერვისით, გარემოებათა მიხედვით.
პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება
რა ტიპის მონაცემებს ვაგროვებთ ჩვენ
პირადი მონაცემები
ჩვენი სერვისით სარგებლობისას შეიძლება გთხოვოთ გარკვეული პირადი მონაცემების ჩვენთვის წარდგენა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება თქვენი იდენტიფიკაცია ან თქვენთან დაკავშირება. პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ:
-
ელექტრონული ფოსტის მისამართი
-
სახელი და გვარი
-
ტელეფონის ნომერი
-
საცხოვრებელი მისამართი, ქვეყანა, რეგიონი, საფოსტო ინდექსი, ქალაქი
-
გამოყენების მონაცემები
გამოყენების მონაცემები
გამოყენების მონაცემები ავტომატურად გროვდება სერვისით სარგებლობის დროს.
გამოყენების მონაცემები შეიძლება შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი მოწყობილობის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი (მაგ. IP მისამართი), ვებბრაუზერის ტიპი, ვებბრაუზერის ვერსია, ჩვენი სერვისის ვებგვერდები, რომლებსაც ნახულობთ, თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი, ვებგვერდებზე გატარებული დრო, უნიკალური მოწყობილობის იდენტიფიკატორი და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები.
როდესაც თქვენ გაქვთ წვდომა ჩვენს სერვისზე მობილური მოწყობილობის მეშვეობით, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას, მათ შორის და არა მხოლოდ, თქვენი მობილური მოწყობილობის ტიპი, მობილური მოწყობილობის უნიკალური ID ნომერი, მობილური მოწყობილობის IP მისამართი, მობილურ მოწყობილობაზე დაყენებული ოპერაციული სისტემა, მობილური ვებბრაუზერის ტიპი, უნიკალური მოწყობილობის იდენტიფიკატორი და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები.
ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენი ვებბრაუზერი აგზავნის მაშინ, როდესაც თქვენ ნახულობთ ჩვენს სერვისს ან გაქვთ წვდომა ამ სერვისზე მობილური მოწყობილობიდან.
დაკვირვების ტექნოლოგიები და ქუქი-ფაილები
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და დაკვირვების მსგავს ტექნოლოგიებს ჩვენს სერვისზე აქტივობის მონიტორინგისა და გარკვეული ინფორმაციის შენახვისთვის. დაკვირვების ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, არის ვებშუქურები, ტეგები და სკრიპტები – ინფორმაციის შეგროვებისა და მონიტორინგისთვის, ასევე ჩვენი სერვისის გაუმჯობესებისთვის და მისი მუშაობის შეფასების მიზნით. ჩვენ მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიებში იგულისხმება:
- ქუქი-ფაილები ან ვებბრაუზერის ქუქი-ფაილები. ქუქი-ფაილი არის პატარა ფაილი, რომელიც ვებსაიტის სარგებლობისას ჩამოიტვირთება თქვენს მოწყობილობაში. შეგიძლიათ თქვენს ვებბრაუზერში აკრძალოთ ქუქი-ფაილების მიღება ან აირჩიოთ ქუქი-ფაილის ჩამოტვირთვის შესახებ ინფორმაციის მიღება. თუმცა, ქუქი-ფაილების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეიძლება, ჩვენი სერვისის გარკვეული ნაწილის ნახვა/სარგებლობა თქვენთვის შეუძლებელი გახდეს. ჩვენი სერვისი გამოიყენებს ქუქი-ფაილებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ აუკრძალეთ ქუქი-ფაილების ჩამოტვირთვა თქვენი ვებბრაუზერის პარამეტრებში.
- ფლეშ ქუქი-ფაილები (Flash cookies). ჩვენი სერვისის ზოგიერთ ფუნქციას შეუძლია ლოკალური შენახული ობიექტების (ანუ, ფლეშ ქუქი-ფაილების) გამოყენება ჩვენს სერვისზე თქვენ მიერ არჩეული პარამეტრების ან აქტივობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და შენახვისთვის. ფლეშ ქუქი-ფაილები არ კონტროლდება ვებბრაუზერის იმ პარამეტრებით, რომლებიც დაყენებულია ვებბრაუზერში ქუქი-ფაილებისთვის. ფლეშ ქუქი-ფაილების წაშლის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია „სად შეიძლება შევცვალო ლოკალური გაზიარებული ობიექტების გამორთვისა ან წაშლის პარამეტრები?“, რომელიც ხელმისაწვდომია ვებსაიტზე helpx.adobe.com
- ვებშუქურები (Web beacons). ჩვენი სერვისის ან ელექტრონული წერილების გარკვეული სექციები შეიცავს მცირე ელექტრონულ ფაილებს, რომლებიც ცნობილია სახელწოდებით ვებშუქურები (ასევე, როგორც სუფთა გიფები, პიქსელ ტეგები, ერთპიქსელიანი ტეგები), რაც კომპანიას საშუალებას აძლევს მაგალითად, დათვალოს მომხმარებლების რაოდენობა, ვინც ესტუმრა ვებგვერდებს ან გახსნა ელ. წერილი, და ასევე ვებსაიტის სხვა შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად (მაგალითად, კონკრეტული სექციის პოპულარობის დონის დადგენა და სისტემისა და სერვერის მთლიანობის დადგენა).
ქუქი-ფაილები შეიძლება იყოს „მუდმივი“ და „სეანსური“. მუდმივი ქუქი-ფაილები რჩება თქვენს პერსონალურ კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში მაშინაც, როცა არ სარგებლობთ ვებსაიტით (არ ხართ ონლაინ), ხოლო სეანსური ქუქი-ფაილები წაიშლება ვებბრაუზერის დახურვისთანავე. ქუქი-ფაილების შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად, წაიკითხეთ სტატია კონფიდენციალურობის პოლიტიკის ვებსაიტზე.
ჩვენ ვიყენებთ როგორც სეანსურ, ასევე მუდმივ ქუქი-ფაილებს შემდეგი მიზნებისთვის:
-
აუცილებელი/ძირითადი ქუქი-ფაილები
ტიპი: სეანსური ქუქი-ფაილები
ადმინისტრირდება: ჩვენ მიერ
მიზანი: ამ ქუქი-ფაილების გამოყენება არსებითად მნიშვნელოვანია, რათა თქვენ უზრუნველყოფილი იყოთ ნებისმიერი მომსახურებით, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით, ასევე იმისთვის, რომ გქონდეთ საშუალება გამოიყენოთ ვებსაიტის ზოგიერთი ფუნქცია. აღნიშნული ტიპის ფაილები ხელს უწყობს მომხმარებლის ავთენტიფიკაციას და ამით მომხმარებლის ანგარიშს თაღლითური გამოყენებისგან იცავს. ამ ქუქი-ფაილების გარეშე შეუძლებელია უზრუნველვყოთ თქვენთვის სასურველი სერვისები, შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ ამ ტიპის ქუქი-ფაილებს მხოლოდ თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისების მიწოდების მიზნით.
-
ქუქი-ფაილების პოლიტიკა/შეტყობინების მიღების ქუქი-ფაილები
ტიპი: მუდმივი ქუქი-ფაილები
ადმინისტრირდება: ჩვენ მიერ
მიზანი: ეს ქუქი-ფაილები გვეხმარება დავადგინოთ მომხმარებლების მიერ ვებსაიტზე ქუქი-ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებული არჩევანი.
-
ფუნქციონალობის ქუქი-ფაილები
ტიპი: მუდმივი ქუქი-ფაილები
ადმინისტრირდება: ჩვენ მიერ
მიზანი: ეს ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს დავიმახსოვროთ, რას ირჩევთ თქვენ ჩვენი ვებსაიტით სარგებლობის დროს, მაგალითად, სისტემაში რეგისტრაციის დეტალები ან სასურველი ენის არჩევა. ამ ქუქი-ფაილების მიზანია თქვენთვის პერსონალიზებული მომსახურების უზრუნველყოფა, რაც საშუალებას გაძლევთ არ შეიყვანოთ თქვენი პარამეტრები საიტზე თითოეული ვიზიტის დროს.
ჩვენი ქუქი-ფაილების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ასევე თქვენთვის სწორი ქუქი-ფაილების არჩევისთვის, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი „ქუქი-ფაილების პოლიტიკა“ ან პარაგრაფი ქუქი-ფაილების შესახებ ჩვენი „კონფიდენციალურობის პოლიტიკაში“.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება
კომპანიას შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის პირადი მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:
-
ჩვენი სერვისის მიწოდება და სტაბილური მუშაობა, მათ შორის სერვისის გამოყენების მონიტორინგი.
-
თქვენი ანგარიშის მართვა: თქვენი, როგორც ამ სერვისის მომხმარებლის, დარეგისტრირება. თქვენ მიერ წარდგენილი პირადი მონაცემების მეშვეობით, თქვენ გექნებათ წვდომა ამ სერვისის სხვადასხვა ფუნქციებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია თქვენთვის, როგორც დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის.
-
კონტრაქტის შესრულება: თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის, ნივთების თუ მომსახურების საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების ან ჩვენთან, სერვისის მეშვეობით, ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების შემუშავება, შესრულება და გაფორმება.
-
თქვენთან დაკავშირება: თქვენთან დაკავშირება მოხდება ელ. ფოსტით, სატელეფონო ზარის ან მოკლეტექსტური შეტყობინების საშუალებით, ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა მსგავსი ფორმით, მაგალითად, მობილური აპლიკაციის Push-შეტყობინებები განახლებების შესახებ, ან საინფორმაციო შეტყობინებები, დაკავშირებული ფუნქციურ შესაძლებლობებთან, პროდუქციასთან ან საკონტრაქტო მომსახურებასთან, უსაფრთხოების განახლებების ჩათვლით, იმ შემთხვევაში, თუ მათი განხორციელება საჭიროა და მიზანშეწონილია.
-
თქვენთვის ინფორმაციის მიწოდება: ჩვენს სხვა პროდუქციასთან, მომსახურებასა და ღონისძიებებთან დაკავშირებული ახალი ამბების, სპეციალური შემოთავაზებებისა და ზოგადი ინფორმაციის თქვენთვის მიწოდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე შეიძინეთ ჩვენთან მსგავსი პროდუქტი/მომსახურება ან დაინტერესებული იყავით ასეთით, და მსგავსი ინფორმაციის მიღებაზე უარს არ ამბობთ.
-
თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება: ჩვენთან თქვენი მოთხოვნების გათვალისწინება და მართვა.
-
ბიზნეს ტრანსფერები: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია ჩვენი ბიზნესის შეფასებისთვის, ასევე შერწყმის, გასხვისების, რესტრუქტურიზაციის, რეორგანიზაციის, დაშლის პროცესში, ან ჩვენი ზოგიერთი ან მთელი აქტივის სხვა სახის გაყიდვის ან გადაცემისთვის, როგორც მოქმედი კომპანიის, ასევე გაკოტრების, ლიკვიდაციის ან მსგავს პროცესებში ყოფნის შემთხვევაში, რომლის დროსაც ჩვენი სერვისის მომხმარებლების შესახებ ჩვენ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები არის გაცემულ აქტივებს შორის.
-
სხვა მიზნები: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი, გამოყენების ტენდენციების გამოვლინება, ჩვენი სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის დადგენა და ჩვენი სერვისის, პროდუქციის, მომსახურების, მარკეტინგის და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესება.
ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემდეგ სიტუაციებში:
- სერვისის პროვაიდერებთან: ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი პირადი ინფორმაცია სერვისის პროვაიდერებთან ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის, და ამ პროცესში თქვენთან დაკავშირებისთვის.
- ბიზნეს ტრანსფერების დროს: ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ ან გადავცეთ თქვენი პირადი ინფორმაცია შემდეგი პროცესების დროს: მოლაპარაკებები/მიღწეული შეთანხმება შერწყმაზე, კომპანიის აქტივების გაყიდვაზე, სხვა კომპანიის მიერ მთელი ჩვენი ბიზნესის ან მისი რაღაც ნაწილის დაფინანსების ან შეძენის თაობაზე.
- აფილირებულ პირებთან: ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს აფილირებულ პირებთან. ამ შემთხვევაში, ჩვენ მოვითხოვთ ამ აფილირებული პირებისგან წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის პატივისცემას. ჩვენთან აფილირებული პირები არიან: ჩვენი მთავარი კომპანია და ნებისმიერი შვილობილი კომპანია, ერთობლივი საწარმოს პარტნიორები ან ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი სხვა კომპანიები, ან კომპანიები, რომლებიც ჩვენს საერთო კონტროლს ექვემდებარება.
- ბიზნეს პარტნიორებთან: ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან თქვენთვის გარკვეული პროდუქციის, მომსახურების ან რეკლამის შემოთავაზების მიზნით.
- სხვა მომხმარებლებთან: საჯარო ადგილებში პირადი ინფორმაციის სხვა მომხმარებლებთან გაზიარების დროს, აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და საჯარო სივრცეში უკონტროლოდ გამჟღავნდეს.
- თქვენი თანხმობის შემთხვევაში: ჩვენ შეიძლება ხელმისაწვდომი გავხადოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ნებისმიერი მიზნისთვის მხოლოდ თქვენი თანხმობის მიღების საფუძველზე.
თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა
კომპანია შეინახავს თქვენს პირად მონაცემებს მანამ, სანამ ეს აუცილებელია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის. ჩვენ შევინახავთ და გამოვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს რამდენადაც ეს საჭიროა ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად (მაგალითად, თუ ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ თქვენი მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით), დავების მოსაგვარებლად და ჩვენი სამართლებრივი შეთანხმებებისა და პოლიტიკისთვის.
კომპანია ასევე შეინახავს გამოყენების მონაცემებს შიდა შეფასების მიზნებისთვის. როგორც წესი, გამოყენების მონაცემები ინახება მოკლე დროის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მონაცემები გამოიყენება ჩვენი სერვისის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მისი ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, ან როცა ჩვენ, კანონის თანახმად, ვალდებული ვართ შევინახოთ ეს მონაცემები გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში.
თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა
თქვენი ინფორმაცია, პირადი მონაცემების ჩათვლით, მუშავდება კომპანიის სამუშაო ოფისებში და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც იმყოფებიან ამ დამუშავების პროცესში მონაწილე მხარეები. რაც ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს და ინახებოდეს კომპიუტერებში, რომლებიც არ არის თქვენს ქვეყანაში ან რეგიონში, ანუ, არის სხვა სამთავრობო იურისდიქციის ქვეშ მყოფ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი შეიძლება განსხვავებოდეს თქვენს ქვეყანაში მოქმედი კანონისგან.
თუ თქვენ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რასაც მოჰყვება თქვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების ჩვენთვის ნებაყოფლობითი მიწოდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემას.
კომპანია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს თქვენი მონაცემების უსაფრთხო დამუშავება ამ „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ შესაბამისად და, რომ თქვენი პირადი მონაცემების გადაცემა რომელიმე ორგანიზაციაში ან ქვეყანაში არ განხორციელდეს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების მოქმედების გარეშე, რაც ასევე ეხება თქვენი მონაცემებისა და სხვა პირადი ინფორმაციის დაცულობას.
თქვენი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა
ბიზნეს ტრანსაქციები
თუ კომპანია მონაწილებს შერწყმაში, შესყიდვაში ან აქტივების გაყიდვაში, შეიძლება მოხდეს თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა. ჩვენ წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემისა და ამ მონაცემებზე სხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკის გავრცელების შესახებ.
კანონის განხორციელება
გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კომპანიას შეიძლება მოეთხოვოს თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება კანონის შესაბამისად და სამთავრობო ორგანოების (მაგალითად, სასამართლოს ან რომელიმე სამთავრობო უწყების) მოთხოვნის საფუძველზე. 0
სხვა სამართლებრივი მოთხოვნები
კომპანიამ შეიძლება ხელმისაწვდომი გახადოს თქვენი პირადი მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სავსებით დარწმუნებულია, რომ ასეთი ქმედება აუცილებელია იმისთვის რომ:
- შესრულდეს კანონიერი ვალდებულება
- დაიცვას კომპანიის უფლებები ან ქონება
- სერვისთან დაკავშირებით შესაძლო არასათანადო ქმედების აღკვეთა ან გამოძიება
- სერვისის მომხმარებლების ან საზოგადოების პირადი უსაფრთხოების დაცვა
- სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაცვა
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა
თქვენი პირადი მონაცემების დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საჭიროა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით პირადი მონაცემების გადაცემის ან ელექტრონულ მოწყობილობაზე შენახვის არც ერთი მეთოდი არ არის 100 პროცენტით უსაფრთხო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად, ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ კომერციულად მისაღები საშუალებები, ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას მის აბსოლუტურ უსაფრთხოებაზე.
ბავშვების კონფიდენციალურობა
ჩვენი სერვისი არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის პირებისთვის. ჩვენ არ ვაგროვებთ პირად მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას 13 წლამდე ასაკის პირებისგან იმ დროს, როცა პირის ასაკი ჩვენთვის ცნობილია. თუ თქვენ ხართ მშობელი ან მეურვე და თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენმა შვილმა მოგვაწოდა პირადი ინფორმაცია, გთხოვთ, დაგვიკავშირდით. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენ შევაგროვეთ პერსონალური მონაცემები 13 წლამდე ასაკის პირისგან მისი მშობლის თანხმობის გადამოწმების გარეშე, ჩვენ მივიღებთ საჭირო ზომებს ჩვენი სერვერებიდან ასეთი ინფორმაციის წაშლისთვის.
თუ თქვენი მონაცემების დამუშავებისთვის გვჭირდება თქვენი მშობლის თანხმობა, და ეს ასევე მოითხოვება თქვენს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენთვის საჭირო იქნება თქვენი მშობლის თანხმობის მიღება სანამ ჩვენ დავიწყებთ ამ ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება.
სხვა ვებსაიტების ბმულები
ჩვენს სერვისზე შეიძლება იყოს სხვა ვებსაიტების ბმულები, რომლებსაც ჩვენ არ ვმართავთ. ასეთ ბმულზე დაჭერის შემთხვევაში, თქვენ გადამისამართდებით მესამე მხარის საიტზე. ჩვენ გირჩევთ, გადახედოთ იმ საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი კონტროლი და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარის ვებსაიტებისა თუ სერვისების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და მოქმედებებზე.
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ შეგატყობინებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ ამ ვებგვერდზე განახლებული „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ განთავსებით.
ჩვენ შეგატყობინებთ ელ. ფოსტით და/ან ჩვენს სერვისზე შეტყობინების გაგზავნით ცვლილების ძალაში შესვლამდე და განვაახლებთ ჩვენი „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ დასაწყისში განთავსებული ველის „ბოლო განახლება“ თარიღს.
საჭიროა, პერიოდულად გადახედოთ ჩვენი „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“, რათა იცოდეთ ცვლილებების შესახებ. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები შედის ძალაში ამ ვებგვერდზე განთავსებისთანავე.
დაგვიკავშირდით
ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
-
ელ. ფოსტა: [email protected]
-
ვებსაიტი: https://zomro.com
-
ტელეფონი: +4822 300-39-38