Zomro დომენები

დომენები

აირჩიეთ დომენის სახელი, რომელიც მარტივად დაიმახსოვრებს და მიიზიდავს მომხმარებლებს. დარეგისტრირდით დომენს სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად.

მარტივი რეგისტრაცია
კონფიდენციალობის დაცვა
სწრაფი გადატანა
DNS ჩანაწერების მარტივი მართვა

დომენების ზონები

დასაშვებია მხოლოდ ლათინური ასოები, რიცხვები და დეფისები. დეფისი არ შეიძლება გამოჩნდეს დომენის სახელის ბოლოს.
ჩაწერეთ დომენის სახელი
დასაშვებია მხოლოდ ლათინური ასოები, რიცხვები და დეფისები. დეფისი არ შეიძლება გამოჩნდეს დომენის სახელის ბოლოს.
აირჩიეთ მინიმუმ ერთი დომენის ზონა

შეიძინეთ დომენი

რატომ არის Zomro-ში დომენის შეძენა კარგი არჩევანი?

დომენი შეუცვლელი რამ არის, ის ეხმარება ადამიანებს, ინტერნეტში გიპოვონ და პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდით ონლაინ-სახელთან დაკავშირებით? სასწრაფოდ ეწვიეთ ZOMRO-ს დომენების რეგისტრატორს, რომ იყიდოთ დომენი საიტისთვის და დარწმუნდით ჩვენი შეთავაზებების ექსკლუზიურობაში. იმისთვის, რომ დომენური სახელის არჩევანი გააკეთოთ, შეგიძლიათ, განიხილოთ ან მოკლე დომენი შესაფერისი საკვანძო სიტყვებით, ან გაამდიდროთ ის ასოებით, ციფრებით ან დეფისებით. თუმცა, გირჩევთ, მოერიდოთ ნებისმიერი განსაკუთრებული სიმბოლოს გამოყენებას, რომ ვიზიტორებს გაუმარტივდეთ თქვენი ვებ-საიტის დამახსოვრება და მასზე წვდომა. დომენის რეგისტრაციისას თქვენი პირადი ინფორმაცია იწერება დომენში და ხელმისაწვდომი ხდება საჯარო WHOIS მონაცემთა ბაზაში. თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად, შეგიძლიათ, დამოუკიდებლად შეცვალოთ პარამეტრები და დამალული დატოვოთ ინფორმაცია დომენის შესახებ.

domains
დომენის შეძენა და რეგისტრაცია

დომენების ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს და პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - დომენის ხელმისაწვდომობის შემოწმებაა, რათა გაიგოთ, ხელმისაწვდომია თუ არა თქვენ მიერ შერჩეული ონლაინ-სახელი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ, გაიგოთ, რა ღირს დომენი. დასაწყისისთვის, შეიყვანეთ სახელი ძებნის ფანჯარაში საიტზე და ნახეთ შედეგები. თუ თქვენი დომენური სახელი ხელმისაწვდომია, მაშინვე შეძლებთ, დომენის ფასი ნახოთ და დომენის ყიდვის პროცესზე გადახვიდეთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მისამართი უკვე დაკავებულია და დომენის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავთ, ZOMRO გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს და სახელის გაფართოებას არჩევანისამებრ. .com დომენის ყიდვა - მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი ვარიანტიდან, რომლებიც ხელმისაწვდომია ZOMRO-ს დომენების რეგისტრატორში. ჩვენ გთავაზობთ დომენის ძებნის შესაძლებლობას და დომენური ზონების ფართო სპექტრს, როგორიცაა: .net, .org, .me, .pro, .host, .lol, .space, .online, .website და სხვები, ასევე, დომენის გადატანის შესაძლებლობას. დომენური სახელის რეგისტრირება - ესაა საავტორო უფლებებისა და სავაჭრო ნიშნების დაცვა, ავტორიტეტის ამაღლება, ბრენდის ცნობადობა და საძიებო სისტემაში პოზიციონირება.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელზეც გავლენას ახდენს დომენური სახელი საიტისთვის, SEO-ოპტიმიზაციაა. დასახელებაში საკვანძო სიტყვების სწორი გამოყენება დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ პოზიციონირება საძიებო სისტემებში და თქვენს საიტზე მეტი ტრაფიკი მოიზიდოთ. დომენური სახელის ყიდვის კიდევ ერთი მიზეზია საავტორო უფლებებისა და სავაჭრო ნიშნების დაცვა, ავტორიტეტის ამაღლება, ბრენდის ცნობადობა და საძიებო სისტემაში კარგი პოზიციონირება. დომენური სახელის არჩევა ზრდის ნდობას თქვენი საიტისადმი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი კლიენტების მოსაზიდად და არსებულის შესანარჩუნებლად. კრეატიული და ადვილად დამახსოვრებადი დომენი საიტისთვის შეიძლება, მძლავრი ინსტრუმენტი გახდეს იმისთვის, რომ საკუთარი ბრენდი ცნობადი გახადოთ. კიდევ გაქვთ კითხვები? ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მზადაა, ნებისმიერ ეტაპზე დაგეხმაროთ - დომენის არჩევიდან მის საბოლოო რეგისტრაციამდე და შემდგომ მუშაობამდე. მიმართეთ ჩვენს სპეციალისტებს და გაიგეთ, როგორ დაარეგისტრიროთ დომენი. იზრუნეთ საკუთარ უნიკალურობაზე, შეიძინეთ დომენი დღეს და ჩაუყარეთ საიმედო საფუძველი საკუთარ ბიზნეს-საიტს.

მიმოხილვები ZOMRO დომენების შესახებ

  • “ჩემი საიტი და .net დომენი Zomro-ზე გადმოვიტანე, მხარდაჭერის გუნდი დამეხმარა, სწრაფად და უფასოდ გადმოვსულიყავი. მიგრაციის მთლიანმა პროცესმა შეუფერხებლად და ყოველგვარი ტექნიკური პრობლემის გარეშე ჩაიარა. გადატანის შემდეგ საიტის მწარმოებლურობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, გვერდების ჩატვირთვის სიჩქარე კი გაიზარდა. ჰოსტინგი და დომენები შესანიშნავია.”

    Sodl2020

    Canada

    1 / 3
  • “თითქმის ერთი წელია, ჰოსტინგით ვსარგებლობ და ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისიდანვე მათ უფასოდ გადმოიტანეს ჩემი საიტი სხვა პროვაიდერისგან. შეცდომები უაღრესად იშვიათად ხდება და მომენტალურად სწორდება სპეციალისტების მიერ. დომენის ფასი შესანიშნავია! სიჩქარეც შესანიშნავია! დომენიც ვიყიდე, ფასები არაა ძვირი და დომენური ზონების ფართო არჩევანი აქვთ.”

    Fire Dragon

    Mexico

    1 / 3
  • “ჰოსტინგი ერთი წლით შევუკვეთე და სასიამოვნოდ გამიკვირდა, როცა საჩუქრად უფასო დომენი .info მივიღე. პროცესმა უპრობლემოდ ჩაიარა, დამატებითმა ბონუსმა კი ნამდვილად გააუმჯობესა ზოგადი შთაბეჭდილება.”

    აარონ სმითი

    United States

    1 / 3

ხშირად დასმული კითხვები დომენების შესახებ

გაქვთ შეკითხვები? ჩვენ გვაქვს პასუხები!

როგორ დავარეგისტრირო დომენი?

რეგისტრაციამდე შეგიძლიათ, შეამოწმოთ დომენის ხელმისაწვდომობა. ამისთვის უნდა გადახვიდეთ ჩანართში “სერვისები” - “დომენები” და მიუთითოთ ფორმაში დომენის დასახელება. თუ დომენი თავისუფალი იქნება მითითებულ დომენურ ზონაში, შეგიძლიათ, შეუკვეთოთ ის, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოთავაზებული იქნება სხვა შესაძლო ხელმისაწვდომი ზონები. “ყიდვა” ღილაკზე დაჭერის შემდეგ საჭირო იქნება რეგისტრაციის გავლა ან პირად კაბინეტში შესვლა. დომენური ზონის მიხედვით, შეიძლება, მოგთხოვონ დამატებითი მონაცემები, რომელ ორგანიზაციაზე ან ფიზიკურ პირზე მოხდება რეგისტრაცია. ასევე, უნდა მიუთითოთ ფოსტა, რომელზეც მოვა შეტყობინებები რეგისტრატორისგან. ყველა სავალდებულო ველის შევსების შემდეგ გადახდა უნდა განახორციელოთ და გარკვეული დროის შემდეგ დომენი მზად იქნება გამოსაყენებლად.

როგორ გადმოვიტანო თქვენთან დომენი?

დომენის ტრანსფერისთვის უნდა შეხვიდეთ პირად კაბინეტში და გადახვიდეთ ჩანართში “დომენები”, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს მხტუნავი მინიშნებით “ტრანსფერი”. ამის მერე უნდა მიუთითოთ დომენის დასახელება და აირჩიოთ მისი დომენური ზონა ქვემოთ მოყვანილ სიაში არსებული ხელმისაწვდომი ვარიანტებიდან. თუ წარდგენილებს შორის თქვენი დომენური ზონა არაა, სამწუხაროდ, ასეთი დომენის ტრანსფერი შეუძლებელია. თუკი არის - აირჩიეთ და დააკლიკეთ ღილაკს “შემოწმება.” შემდეგ უნდა მიუთითოთ ტრანსფერის კოდი, რომელიც შეგიძლიათ, წინა რეგისტრატორს გამოსთხოვოთ, და დაელოდოთ გადატანის პროცესის დასრულებას.

რა არის WHOIS და როგორ გამოვიყენო ის დომენების ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად?

WHOIS – ღია წვდომის ბაზაა, რომელშიც ინახება ინფორმაცია თითოეული დომენის შესახებ (ვინაა დომენის მფლობელი, როდისაა ის რეგისტრირებული, როდის იწურება რეგისტრაციის ვადა, ინფორმაცია რეგისტრატორის შესახებ და ა.შ.). თუ რეგისტრატორთან არსებობს whois ინფორმაციის დამალვის ფუნქცია, შესაძლებელია, დაიმალოს მფლობელის შესახებ არსებული ინფორმაციის ნაწილი. ეს შეიძლება ფასიანი ან უფასო იყოს

როგორ გავიგო დომენის ვადის გასვლის დრო?

ამისთვის უნდა გამოიყენოთ ერთ-ერთი ონლაინ რესურსი, რომელიც ასახავს დომენის WHOIS-ს ან ტერმინალს და ბრძანებას whois “დომენის_სახელი”. შემდეგ იხილეთ მნიშვნელობა სტრიქონში სახელად “Registrar Registration Expiration Date:”. აღნიშნულ ველში მითითებული იქნება დომენის რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი წამების სიზუსტით.

რა არის NS და როგორ მივმართო დომენი სერვერზე?

NS (name server) - დომენური სახელების სერვერია, რომელზეც ინახება დომენების DNS-ჩანაწერები. ბრაუზერში დომენის ჩაწერისას, სწორედ იქ მიემართება მოთხოვნა იმ სერვერის რეალური IP-მისამართის მისაღებად, რომელზეც განთავსებულია საიტი. სერვერის შეკვეთისას უნდა მიუთითოთ ns-სერვერები, რომლებზეც შეინახება საჭირო ინფორმაცია. ასეთი ჩანაწერების დამატების შემდეგ დომენი დელეგირებულად ითვლება. მათი რაოდენობა შეიძლება მერყეობდეს 2-დან 4-მდე. ჩვენი NS-ებია: ns1.zomro.net, ns2.zomro.ru, ns3.zomro.com, ns4.zomro.su.

როგორ ვმართო დომენის DNS-ჩანაწერები?

თუ ჩვენთან არეგისტრირებთ დომენს და საკუთარი რესურსის განსათავსებლად ჩვენი ვირტუალური ან გამოყოფილი სერვერის მომსახურებას იყენებთ, უფასოდ გეძლევათ DNS-ჰოსტინგის სერვისი 50 დომენისთვის. ვირტუალური ჰოსტინგის სერვისის შემთხვევაში, დომენების რაოდენობა დამოკიდებულია ტარიფზე. მომსახურების აქტივაციის შემდეგ, მოგეცემათ წვდომა დომენების მართვის პანელზე, სადაც შეძლებთ, DNS-ჩანაწერები მართოთ. ასევე, საჭირო იქნება დომენის მიმართვა ჩვენს NS-ებზე რეგისტრატორთან. თუ დომენი ჩვენთანაა შეძენილი, შეგიძლიათ, მიუთითოთ ისინი შეკვეთისას ან პირად კაბინეტში განყოფილებაში “დომენები”. DNS-ჩანაწერების რედაქტირების შემდეგ საჭიროა დრო მათ განსაახლებლად პროვაიდერების DNS-სერვერების მხარეს. ამ პროცესს შეიძლება 2-დან 72 საათამდე დასჭირდეს, საშუალოდ კი - 24 საათი.

როგორ შევცვალო ინფორმაცია დომენის შესახებ მისი რეგისტრაციის შემდეგ?

როცა გჭირდებათ ინფორმაციის შეცვლა დომენის მფლობელის ან ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ, ისარგებლოთ დომენის რედაქტირების ფუნქციით პირად კაბინეტში. შენახვის შემდეგ ცვლილებები გადაეცემა root რეგისტრატორს და გარკვეული დროის შემდეგ განახლდება DNS-სერვერების მხარეს.

რა მოხდება, თუ დროულად არ განვაახლებ საკუთარ დომენს?

დომენის შეძენისას, თქვენ მის ერთი წლის საფასურს იხდით. შემდეგ საჭიროა ვადის განახლება ერთი წლით. ჩვენთან შესაძლებელია ავტომატური განახლების ჩართვა და დაქირავების ვადა ავტომატურად განახლდება, რისთვისაც საკმარისი იქნება, რომ ბალანსზე თანხა გქონდეთ. თუკი რაიმე მიზეზის გამო არ განაახლებთ დომენს, დომენის დაქირავების ვადის გასვლის შემდეგ საიტი შეწყვეტს მუშაობას და დაყენდება გვერდი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება დომენის მუშაობის შეწყვეტის მიზეზი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აუცილებელია მისი განახლება. თქვენ გეძლევათ გარკვეული დრო, რომ შეღავათიანად განაახლოთ ის ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე. პერიოდი დამოკიდებულია დომენურ ზონაზე (top-level domain, TLD) და ინდივიდუალურადაა გამოდგმული root რეგისტრატორის მიერ. თუ ამ პერიოდშიც არ განაახლებთ დომენს, ის ისეთ ეტაპზე გადადის, სადაც მისი გამოსყიდვა დამატებითი საფასურის სანაცვლოდ შეგიძლიათ. შემდეგ ის თავისუფლდება და ხელმისაწვდომი ხდება შესაკვეთად ნებისმიერი მომხმარებლისთვის ყველა რეგისტრატორთან. ამიტომაც, დიდი ყურადღებით უნდა აკონტროლოთ ეს პროცესი.

გაქვთ თუ არა სხვადასხვა ზონის (TLD) დომენების რეგისტრაციის მომსახურება?

შესაკვეთად ხელმისაწვდომია სხვადასხვა დომენური ზონა. უფრო ძვირია: .so, .co, .online, .host, .pro, .lol, .space, .site, .mobi, .me, .info. უფრო იაფია: .icu, .xyz, .nl, .website, .in, .com, .cc, .biz, .org, .net. ჩვენ ხშირად გვაქვს კარგი ფასდაკლებები დომენური სახელის დაქირავების პირველ წელიწადზე. მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ, რაც უფრო მოკლეა TLD სახელი, მით უფრო ძვირი შეიძლება იყოს ის. რეგისტრატორი წარადგენს ინდივიდუალურ ფასს ასეთ დომენებზე და ის შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე ათასიდან ასობით ათას დოლარამდე წელიწადში.

როგორ დავარეგისტრირო დომენი ანონიმურად?

დომენის რეგისტრაციისას უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები: გვარი, სახელი, მამის სახელი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა.შ. თუმცა, შესაძლებელია თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამალვა, რომ ის არ იყოს ნაჩვენები whois-ის მიერ. ამისთვის საკმარისია, დომენის შეკვეთისას მონიშნოთ ველი “WHOIS-ის დამალვა”. ამ მომსახურებას სრულიად უფასოდ გთავაზობთ. ინფორმაციის დამალვის შესაძლებლობა არ მოქმედებს მხოლოდ დომენური ზონისთვის .nl. ეს ნიდერლანდების კანონმდებლობას უკავშირდება.

როგორ გადმოვიტანო დომენი თქვენთან, თუ ის სხვა რეგისტრატორთანაა დარეგისტრირებული?

თავდაპირველად, უნდა შეამოწმოთ, რამდენად შესაძლებელია TLD დომენის ტრანსფერი ჩვენთან. ამისთვის უნდა მიუთითოთ საკუთარი დომენი პირად კაბინეტში “ტრანსფერი” ღილაკის გამოყენებით. სამწუხაროდ, შეუძლებელია ყოველი დომენური ზონის დომენების გადმოტანა. ამის შემდეგ, საჭიროა ტრანსფერის ინიცირება მიმდინარე რეგისტრატორის მხარეს და ტრანსფერის კოდის გაგება. შემდეგ პირად კაბინეტში უნდა გადაიხადოთ ტრანსფერის საფასური, შეიყვანოთ მიღებული კოდი და ელოდოთ ტრანსფერის დასრულებას. პროცესს შეიძლება 5-7 დღე დასჭირდეს, ამიტომ, მზად უნდა იყოთ ამისთვის.

faq_sphere