GPU server
ვიდეობარათის (GPU) მქონე სერვერის დაქირავება
GPU სერვერის იჯარა ეფექტური გადაწყვეტილებაა ინტენსიური გამოთვლითი სიმძლავრის მქონე დავალებებისთვის.
ძირითადი უპირატესობები
Zomro-ს სერვერები აღჭურვილია მძლავრი ვიდეობარათებით, რაც იდეალურია მანქანური სწავლებისთვის, დიდი მონაცემების დამუშავებისთვის, გრაფიკაზე მუშაობისთვის და ვიდეომასალის რენდერინგისთვის.
GPU-ს მქონე სერვერის დაქირავება შესანიშნავი ვარიანტია სტარტაპებისა და სამეცნიერო პროექტებისთვის, რომლებსაც სჭირდება მაღალი გამოთვლითი სიმძლავრე, მაგრამ არ მოითხოვება საკუთარი აღჭურვილობის შეძენა.
GPU სერვერებს აქვს დიდი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება და სწრაფი ქსელური კავშირი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კერძო დეველოპერებისთვის და ასევე კომპანიებისთვის.
სერვერი გრაფიკული პროცესორით კომფორტულია როგორც დისტანციური მუშობისთვის, ასევე ახლო თანამშრომლობისთვის, იმიტომ რომ ამ სერვერზე წვდომა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. ეს სერვერი გაძლევთ მშვენიერ შესაძლებლობას მოახდინოთ ფოკუსირება თქვენს პროექტზე და არ იფიქროთ ტექნიკურ მხარდაჭერაზე. Zomro-ს GPU სერვერები უზრუნველყოფს მაღალ გამტარუნარიანობას და დავალებების გაუმჯობესებულ დამუშავებას.
ნახეთ 470 გამოხმაურება ZOMRO.COM შესახებ
Zomro-ს GPU სერვერების უპირატესობები:
-
ვიდეოს მონტაჟი და ვიწროსპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება (მაგალითად, Blender) თამაშის სცენებისა და კომპიუტერული მოდელების შესაქმნელად.
-
ვიდეოს ტრანსკოდირება რეალურ დროში ონლაინ ტრანსლაციებისთვის და სტრიმინგისთვის – ყველა მოწყობილობაზე და ნებისმიერი სიჩქარის შემთხვევაში.
-
ხელოვნური ინტელექტის სწავლება და ასევე მანქანური სწავლება. GPU-ს მქონე სერვერებზე თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ ნეირონული ქსელები და გამოიყენოთ Deep Learning.
-
• სერვერის გამოყენება თამაშის სტრიმინგისთვის (მაგალითად, GeForce NOW).
-
სამეცნიერო მოდელირება და CUDA-ზე დაფუძნებული გამოთვლები. პარალელური გამოთვლების მეთოდის გამოყენებით რთული ამოცანების გადაწყვეტა შეიძლება თქვენთვის გაცილებით სწრაფი იყოს.
რა არის ფიზიკური სერვერი GPU ვიდეობარათით?
გრაფიკული პროცესორი (GPU ან Graphics Processing Unit) – ერთ-ერთი მიკროპროცესორია, რომელიც მართავს ვიდეობარათის მეხსიერებას და აჩქარებს გრაფიკის ჩვენებას მოწყობილობის ეკრანზე. მას ასევე მათემატიკური გამოთვლების მაღალი სიჩქარით შესრულება შეუძლია. GPU სერვერები შექმნილია ისეთი ამოცანებისთვის, რომლებიც ინტენსიურ ციფრულ და გრაფიკულ გამოთვლებს საჭიროებს.
ვისთვის არის საჭირო ვიდეობარათის მქონე სერვერი:
- მონაცემთა ანალიტიკოსები. GPU-ს შეუძლია დიდი სიჩქარით დაამუშაოს დიდი მოცულობის მონაცემები და შეასრულოს რთული ანალიტიკური ამოცანები.
- ფოტო და ვიდეომასალის დამუშავების სპეციალისტები. GPU – იდეალური ინსტრუმენტია ვიდეოს ვიზუალიზაციისა და რედაქტირებისთვის, სურათების დამუშავებისთვის და კომპიუტერული გრაფიკისთვის.
- თამაშების დეველოპერები და ტესტერები. GPU დაგეხმარებათ რთული გრაფიკის რენდერინგში და თამაშების დატესტვაში, გრაფიკული დატვირთვის სხვადასხვა დონეზე.
- სამეცნიერო მკვლევარები. გრაფიკული პროცესორის მქონე სერვერი გამოიყენება ისეთ დარგებში, რომლებისთვის აუცილებელია მაღალი გამოთვლიდი სიმძლავრე, მაგალითად, ისეთი დარგები, როგორიცაა ბიოინფორმატიკა, ნაწილაკების ფიზიკა, ასტროფიზიკა, ასევე კომპლექსური სამეცნიერო ექსპერიმენტებისა და კვლევების ჩასატარებლად.
რატომ უნდა აირჩიოთ Zomro-ს GPU სერვერი?
ჩვენთან გრაფიკული პროცესორის მქონე სერვერის არჩევით თქვენ იღებთ მაღალ სიჩქარეს, სიმძლავრესა და საიმედო მუშაობას. Zomro არის კომპანია, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სთავაზობს თავის მომხმარებლებს მხოლოდ ხარისხიანი ჰოსტინგის მომსახურებას. ჩვენი TIER III სტანდარტის დატა ცენტრები განთავსებულია ნიდერლანდებში, რაც სერვერის უწყვეტი და სწრაფი მუშაობის გარანტიასა და მონაცემთა მაქსიმალურ უსაფრთხოებას ნიშნავს.
ZOMRO GPU სერვერების მიმოხილვები
მეტის ნახვა
ხშირად დასმული კითხვები GPU-ს მქონე სერვერების შესახებ
გაქვთ შეკითხვები? ჩვენ გვაქვს პასუხები!
რა უპირატესობები აქვს ვიდეობარათის მქონე გამოყოფილი სერვერის გამოყენებას
ვიდეობარათის მქონე გამოყოფილი სერვერის დაქირავება შესანიშნავი გადაწყვეტილებაა იმ ამოცანებისთვის, რომლებიც ინტენსიურ გამოთვლებსა და გრაფიკის დამუშავებას მოითხოვს. ვიდეობარათები სპეციალურად შემუშავებულია გრაფიკული მონაცემების დამუშავებისთვის, რაც იდეალურს ხდის მათ გრაფიკულად ინტენსიური აპლიკაციებისთვის, როგორიცაა 3D-მოდელირება, ვირტუალური რეალობა, ვიდეორენდერინგი. GPU-სერვერის გამოყენება თამაშების სერვერებისა და ვირტუალური რეალობის აპლიკაციების ჰოსტინგისთვის განაპირობებს მაღალ მწარმოებლურობასა და მინიმალურ შეფერხებებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეუფერხებელი და რეალისტური სათამაშო პროცესის შესანარჩუნებლად.
ფიზიკურად სადაა განლაგებული სერვერები?
სერვერები განლაგებულია საიმედო მონაცემთა ცენტრში, ნიდერლანდებში, და აქვთ საიმედოობის TIER III კლასი. ჩვენს მონაცემთა ცენტრში ჩვენ უზრუნველვყოფთ აღჭურვილობის ფიზიკურ უსაფრთხოებას, სიმძლავრესა და გაგრილებას, მონაცემთა სარეზერვო ასლების შექმნასა და აღდგენას, ისევე, როგორც ქსელური ტრაფიკის მართვას. ჩვენ გამუდმებით ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს, რათა სერვერების სტაბილური მუშაობა, მონაცემთა დაცვა დაკარგვისგან და აღჭურვილობის უწყვეტი ფუნქციონირება უზრუნველვყოთ.
შეიძლება თუ არა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება?
დიახ, საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება შესაძლებელია. ჩვენ გთავაზობთ მოქნილობას, რომ პროგრამული უზრუნველყოფა თქვენი პროექტის კონკრეტული საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად აირჩიოთ და დააყენოთ. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ GPU-ს მქონე სერვერზე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციისა და სწორი მუშაობისთვის შეიძლება დაგჭირდეთ გარკვეული კონფიგურაციები და დრაივერები. გარდა ამისა, უნდა დარწმუნდეთ არჩეული პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისობაში სერვერის ოპერაციულ სისტემასთან და დაყენებულ GPU-სთან. ტექნიკური შეკითხვების წარმოქმნის ან კონფიგურირების საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლიათ, დახმარებისთვის ჩვენს მხარდაჭერის გუნდს მიმართოთ.
რომელი ოპერაციული სისტემებია ხელმისაწვდომი GPU სერვერის დაკავშირებისას?
ოპერაციული სისტემის არჩევანი უნდა ეყრდნობოდეს თქვენი პროექტის ტექნიკურ მოთხოვნებს, პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობებსა და კომფორტს მუშაობისას. გაითვალისწინეთ GPU-სთვის სათანადო დრაივერებისა და ბიბლიოთეკების მხარდაჭერაც, რადგან ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს ოპერაციული სისტემის მიხედვით. GPU-ს მქონე სერვერთან დაკავშირებისას შეგიძლიათ, სხვადასხვა ოპერაციული სისტემა გამოიყენოთ, მათ შორის: Linux და Windows Server. სერვერებს Linux-ის სხვადასხვა დისტრიბუტივის მხარდაჭერა აქვთ, როგორიცაა Ubuntu, CentOS, Debian და Red Hat Enterprise Linux (RHEL). იმ მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უპირატესობას Microsoft-ის ეკოსისტემას ანიჭებენ, ხელმისაწვდომია Windows Server-ის ვერსიები, რომლებიც ოპტიმიზებულია GPU-სთან მუშაობისთვის. სპეციალიზებულ ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებით გირჩევთ, გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს სპეციალისტებთან ხელმისაწვდომი ვარიანტებისა და თქვენს ამოცანებთან მათი შესაბამისობის შესახებ.
შესაძლებელია IPv6-ის დაკავშირება GPU სერვერის დაქირავებისას?
დიახ, GPU სერვერის დაქირავებისას შესაძლებელია IPv6-ის დაკავშირება. თქვენს GPU სერვერთან IPv6-ის დასაკავშირებლად შესაძლოა, დაგჭირდეთ ოპერაციული სისტემის სპეციფიკური კონფიგურირება და დარწმუნება იმაში, რომ თქვენს ქსელურ აღჭურვილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას ახალი პროტოკოლის მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას და IPv6-ის დაყენების ინსტრუქციას, ტექნიკური მხარდაჭერის გუნდიც დაგეხმარებათ მის დაყენებაში.
რომელი სერვერის მართვის პანელია დაყენებული?
ვიდეობარათის მქონე გამოყოფილ სერვერებზე ხელმისაწვდომია ისეთი მართვის პანელები, როგორიცაა VestaCP, HestiaCP, რომლებიც უფასოა და ISPmanager, რომლის საფასურიც თვეში 2,5 ევროდან იწყება.
საჭიროა თუ არა დრაივერების დაყენება GPU-ს მქონე სერვერისთვის?
GPU-ს დრაივერები საჭიროა იმისთვის, რომ სერვერის ოპერაციული სისტემა ეფექტურად ურთიერთქმედებდეს გრაფიკულ პროცესორთან, რაც განაპირობებს ოპტიმალურ მწარმოებლურობასა და წვდომას GPU-ს ყველა ფუნქციაზე. თქვენთვის საჭირო დრაივერების დასაყენებლად მიმართეთ მხარდაჭერის ჯგუფს.
რომელი გრაფიკული პროცესორებია ხელმისაწვდომი?
გრაფიკული პროცესორებით აღჭურვილ სერვერებზე ჩვენ მძლავრ ვიდეობარათებს ვიყენებთ, როგორიცაა NVIDIA Quadro P2200 ან NVIDIA RTX A4000. GPU-ს ეს მოდელები NVIDIA-სგან პროფესიონალური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და გამოირჩევა მაღალი მწარმოებლურობით ისეთი ამოცანების შესრულებისას, რომლებიც ინტენსიურ გრაფიკულ გამოთვლებს საჭიროებს. ორივე ბარათს მრავალი თანამედროვე ტექნოლოგიის მხარდაჭერა აქვს და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს გაფართოებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
რა განსხვავებაა GPU-სა და CPU-ს შორის?
GPU (გრაფიკული პროცესორი) სპეციალიზებულია პარალელური გამოთვლებისთვის, იდეალურია გამოსახულებების, ვიდეოს დამუშავებისა და მანქანური სწავლებისთვის, შეიცავს ათასობით დაბალი სიმძლავრის ბირთვს, რაც ერთდროულად დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფს. GPU-სგან განსხვავებით, CPU (ცენტრალური პროცესორი) ორიენტირებულია თანმიმდევრული ოპერაციების შესრულებაზე და სისტემის ძირითადი ფუნქციების მართვაზე. ის მრავალფეროვან გამოთვლით ამოცანებს ასრულებს, მარტივიდან დაწყებული და რთულით დამთავრებული, უფრო ნაკლები ბირთვი აქვს, თუმცა, ისინი უფრო მძლავრი და მრავალმხრივია და განაპირობებს მაღალ მწარმოებლურობას აპლიკაციების ფართო სპექტრში. CPU ეფექტურია ისეთი ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროებს რთულ გამოთვლებს მონაცემთა მცირე ნაკრებზე დაყრდნობით, მაშინ, როდესაც GPU უფრო ეფექტურია ისეთ ამოცანებში, სადაც საჭიროა დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფად დამუშავება, როგორიცაა გრაფიკა ან მონაცემთა ანალიზი.
როგორი ფასდაკლებების შეთავაზება შეგიძლიათ GPU-ს მქონე სერვერის დაქირავებაზე?
ვიდეობარათის მქონე სერვერის დაქირავებისას შემდეგ ფასდაკლებებს გთავაზობთ: 2% 3-თვიანი ქირავნობის შემთხვევაში, 4% 6-თვით და 8% 12 თვით დაქირავების შემთხვევაში. ეს შეთავაზება გაძლევთ საშუალებას, გრძელვადიანი ქირავნობისას თანხა დაზოგოთ, რაც ფასს უფრო ხელსაყრელს ხდის, თუკი დიდი ხნის განმავლობაში აპირებთ სერვერის გამოყენებას.
როგორი პროცესორებია დაყენებული სერვერებზე გრაფიკული ამაჩქარებლით?
სერვერებზე დაყენებულია პროცესორი 2xIntel E5-2650v4, რაც უზრუნველყოფს მაღალ გამოთვლით სიმძლავრესა და მწარმოებლურობას ორი 12-ბირთვიანი პროცესორის ხარჯზე Intel Xeon E5-2600 v4 ხაზიდან. ეს პროცესორები მუშაობს 2.2 გჰც საბაზისო სიხშირეზე, 2.9 გჰც-მდე მომატების შესაძლებლობით Turbo Boost რეჟიმში, რაც შესანიშნავ ბალანსს გთავაზობთ ენერგოეფექტურობასა და გამოთვლით უნარს შორის. ორ პროცესორზე ჯამურად არსებული 24 ბირთვითა და 48 ნაკადით, სერვერს შეუძლია, ერთდროულად მრავალი ამოცანა დაამუშავოს, რაც იდეალურია ვირტუალიზაციისთვის, დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისთვის, განაწილებული გამოთვლებისა და სხვა რესურსების მხრივ ტევადი აპლიკაციებისთვის.