Zomro
celebrates

anniversary_mob

შეუერთდით საიუბილეო აქციებს:

gift

დატოვეთ შეფასება და მიიღეთ 300 €-მდე თქვენს ბალანსზე.

bag_coins

შეიძინე ნებისმიერი სერვისი 3 თვეზე — მიიღე დამატებით კიდევ 3 თვე საჩუქრად!

გაიგე მეტი

აქცია მოქმედებს 2024 წლის 26 დეკემბრამდე.

პოპულარული პაკეტები და სატარიფო გეგმები
  • Premium Cloud VPS

    სანდო, მაღალი ხარისხის VPS მომთხოვნი პროექტებისთვის, სადაც ყოველ მილიწამს აქვს მნიშვნელობა.

    მინიმალური ფასი –

    €6.48 /თვე
    აირჩიეთ გეგმა
  • Basic Cloud VPS

    შესანიშნავი ბალანსი ფასსა და რესურსებს შორის. შესაფერისი გამოსავალი მათთვის, ვისაც ფულის დაზოგვა სურს.

    მინიმალური ფასი –

    €4.80 /თვე
    აირჩიეთ გეგმა
  • გამოყოფილი სერვერები

    აირჩიეთ ძლიერი გამოყოფილი სერვერი იჯარით და მიიღეთ რესურსები ნებისმიერი დავალებისთვის – მასშტაბური პროექტებიდან მაღალი დატვირთვის აპლიკაციებამდე.

    მინიმალური ფასი –

    €49.00 /თვე
    აირჩიეთ გეგმა
  • ჰოსტინგი

    საიტის ჰოსტინგი არის ოპტიმალური გადაწყვეტა სწრაფი დაწყებისთვის მინიმალური დანახარჯებით.

    მინიმალური ფასი –

    €3.50 /თვე
    აირჩიეთ გეგმა

Zomro Hosting

Zomro - სანდო ჰოსტინგის პროვაიდერია მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც ეხმარება ყოველ მომხმარებელს, სულ რაღაც ორიოდე კლიკით შექმნას სრულყოფილი რესურსი.

ჰოსტინგის კომპანია Zomro არა მხოლოდ სერვერებია ქსელში საიტების განთავსებისთვის, არამედ კომპლექსურ მომსახურებასაც უზრუნველყოფს, ე.ი., ჩვენ მონაცემთა უსაფრთხო შენახვის, ვებ-პროექტების მუშაობის მაღალი სისწრაფისა და მათი ხელმისაწვდომობის გარანტიას ვიძლევით.

ჩვენ სატარიფო გეგმების ფართო სპექტრს გთავაზობთ, საიტებისთვის ვირტუალური ჰოსტინგის, VPS-ის (ვირტუალური კერძო სერვერები), გამოყოფილი სერვერების დაქირავებისა და ღრუბლოვანი ჰოსტინგის ჩათვლით. ნიდერლანდებში განლაგებული თანამედროვე მონაცემთა ცენტრის წყალობით, Zomro ვებ-საიტების ჩატვირთვის მაღალ სიჩქარესა და ონლაინ-სერვისების სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს. სერვერის დაქირავებისას ასევე გთავაზობთ დომენური სახელების უფასო რეგისტრაციას, უფასო SSL-სერტიფიკატებს თქვენი ვებ-რესურსების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე, როგორც DDoS-შეტევებისგან დაცვისთვის შემუშავებულ პროფესიონალურ მიდგომებს. ინტუიციურად გასაგები მართვის პანელი აიოლებს ვებ-რესურსების მართვას, მოქნილი სატარიფო გეგმები კი იძლევა საშუალებას, მოიძებნოს ჰოსტინგის ოპტიმალური ვარიანტი ყველა მოთხოვნისა და პროექტის ბიუჯეტის გათვალისწინებით. ჰოსტინგის ფასი Zomro-ში იმგვარად წესდება, რომ მომსახურების მაღალ ხარისხს ხელმისაწვდომი საფასურის სანაცვლოდ უზრუნველყოფდეს. ჩვენ გვესმის, რომ ყოველი პროექტი უნიკალურია, ამიტომ ინდივიდუალურ გეგმებს გთავაზობთ, რომლებიც სხვადასხვა სახის ბიზნესის მოთხოვნებზეა მორგებული. Zomro-ს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტები მზად არიან, 24/7-ზე დაგეხმარონ. ჩვენთან ჰოსტინგის ყიდვა - საქმის პროფესიონალებისთვის მინდობაა, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ მთელ რთულ სამუშაოს საიტისთვის ჰოსტინგის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და კომფორტულ პირობებს ქმნიან თქვენთვის და თქვენი პროექტებისთვის. მომსახურების დონე, რომელსაც იმსახურებთ, ხელმისაწვდომია სწორედ აქ, Zomro-სთან

FAQS

FAQs

გაქვთ შეკითხვები? ჩვენ გვაქვს პასუხები!

რა ტიპის მეხსიერებას და პროცესორებს იყენებთ სერვერებზე და რა სიხშირეებზე?

ვირტუალურ ჰოსტინგზე 2 x Intel Xeon E5-2630v3 RAM 256 GB DDR4 ECC პროცესორია. ვირტუალური კერძო სერვერები იყენებს Intel Xeon-ის სხვადასხვა მოდელის პროცესორებს v3-v5 ბოლო ხაზებიდან 2400 MHz ბირთვის ტაქტური სიხშირით. გამოიყენება უპირატესად DDR-3 RAM. HP Proliant G9 გამოყოფილ სერვერებზე დაყენებულია DDR-4 და პროცესორები: Intel Xeon Silver 4116, 2xIntel E5-2430v2, Intel E5-2650v2, 2xAMD EPYC 7402, 2xAMD EPYC 7702, 2xIntel E5-2630v4, Intel Xeon Gold 6134, 2xIntel Xeon Gold 6134. ღრუბლოვანი VPS-ისთვის - HP Generation G10 სერვერები მძლავრი Intel Xeon Gold 6148 პროცესორებით. ბირთვის ტაქტური სიხშირეა 2,4-3,70 გჰც, 20 ბირთვი, 40 ნაკადი.

როდის გაიცემა ZOMRO-ს სერვერი/სერვისი?

თქვენ შეგიძლიათ, ვირტუალური ჰოსტინგი გადახდისთანავე, რამდენიმე წუთის განმავლობაში მიიღოთ. VPS მომსახურების მიწოდებას რამდენიმე წამიდან 30 წუთამდე სჭირდება. გამოყოფილი სერვერის მიღება შესაძლებელია რამდენიმე საათიდან 5 სამუშაო დღემდე პერიოდში, რაც დამოკიდებულია აღჭურვილობის ხელმისაწვდომობაზე. ღრუბლოვანი VPS-ის აქტივაციას, ჩვეულებრივ, რამდენიმე წუთი სჭირდება, რაც OS-ზეა დამოკიდებული. აქტივაციის დრო შეიძლება მერყეობდეს არჩეული ოპერაციული სისტემისა და ნებისმიერი მოთხოვნილი პარამეტრის მიხედვით. Linux-ის აქტივაციას 1 წუთი სჭირდება, Windows-ის აქტივაციას კი - 2 წუთი. შესაძლოა, თქვენი გამოსახულებიდან OS-ის ინსტალაციას მეტი დრო დასჭირდეს.

რა გადახდის მეთოდებია ZOMRO-ში?

ამჟამად ხელმისაწვდომია შემდეგი გადახდის მეთოდები: Stripe - გადახდა საბანკო ბარათით, VISA, MasterCard, American Express. PayPal Coinify - კრიპტოვალუტა ВТС და ალტერნატიული კრიპტოვალუტები. ჰოსტინგის მომსახურების გადახდის მეთოდები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის მიხედვით. თუკი ვერ იპოვეთ თქვენთვის ხელსაყრელი მეთოდი, მოგვწერეთ ჩატში და დეტალურ კონსულტაციას გაგიწევთ.

როგორ შევარჩიო სწორი ტარიფი?

ჰოსტინგის, ვირტუალური სერვერის ან გამოყოფილი სერვერის დაქირავებისთვის შესაფერისი ტარიფის ასარჩევად, თქვენი პროექტის საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების ანალიზია საჭირო. თქვენ თავად განსაზღვრეთ ან დააზუსტეთ დეველოპერებთან, როგორი რესურსებია (CPU, ოპერატიული მეხსიერება, დისკის სივრცე, გამტარობა) საჭირო. გაითვალისწინეთ მიმდინარე მოთხოვნები და შესაძლო სამომავლო ზრდა. თუკი რაიმე ეჭვი გაქვთ, შეგვიძლია, კონსულტაცია ჩაგიტაროთ ონლაინ ჩატში საიტზე ან თიქეთში.

რა მართვის პანელებს იყენებთ?

ZOMRO-ს ვირტუალურ ჰოსტინგზე წინასწარ დაინსტალირებულია CPanel. შეგიძლიათ ვირტუალურ სერვერებზე ნებისმიერი სასურველი ოპერაციული სისტემა ან სერვერის მართვის პანელი დააყენოთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ შემდეგ პანელებს: VestaCP, ISPManager, CPanel.

როგორ დავიბრუნო თანხა იმ სერვისისთვის, რომელიც აღარ მჭირდება?

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა თიქეთის შექმნა მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებაში, ასე შეძლებთ, პირად ანგარიშზე დაიბრუნოთ დარჩენილი გამოუყენებელი თანხა.

როგორია ZOMRO-ს ტექნიკური მხარდაჭერის რეაგირების დრო?

ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერა 24/7/365-ზე მუშაობს. მოთხოვნაზე რეაგირების დრო 5-დან 30 წუთამდე მერყეობს. შესყიდვამდე ჩატში კონსულტაციას ვიძლევით. თუკი თქვენ უკვე ჩვენი კლიენტი ბრძანდებით, შედით ბილინგში და შექმენით თიქეთი.

როგორ შევცვალო სატარიფო გეგმა, თუკი მიმდინარე არ შეესაბამება ჩემი პროექტის მოთხოვნილებებს?

თუკი ვირტუალური ჰოსტინგის მომსახურება გაქვთ შეძენილი, მაგრამ განვითარების ან ცვლილებების შეტანის შედეგად დაასკვენით, რომ რესურსები არასაკმარისია, უბრალოდ საჭიროა, პირად კაბინეტში უფრო მაღალი ტარიფი აირჩიოთ და ის გაფართოვდება ყველა მონაცემის შენახვითა და გადახდილი პერიოდის გადაანგარიშებით. თუ სხვა ტარიფი გჭირდებათ VPS სერვერისთვის ან გამოყოფილი სერვერისთვის, შეგიძლიათ მიგრაცია უფრო პროდუქტიულ სერვერზე ან RAM/მეხსიერების დამატება ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირების გზით.

რა NS სერვერები აქვს ZOMRO-ს?

ჩვენი NS სერვერები: ns1.zomro.net. ns2.zomro.ru. ns3.zomro.com. ns4.zomro.su.

გაქვთ თუ არა შეუზღუდავი ტრაფიკი და როგორია არხის გამტარუნარიანობა?

ტრაფიკი ვირტუალურ ჰოსტინგსა და ვირტუალურ სერვერზე ულიმიტოა. არხის გამტარობა ვირტუალურ სერვერებზე 250-დან 500 მბიტ/წმ-მდე მერყეობს. გამოყოფილი სერვერების გარდა, რომლებზეც არხის გამტარობა 100 მბიტ/წმ-დან 10 გბიტ/წმ-მდეა. თითოეული ღრუბლოვანი სერვერის საფასურში შედის ინტერნეტ-ტრაფიკის გადახდილი მოცულობა. ტრაფიკის შეზღუდვები არ არის, დამატებითი თანხა მხოლოდ ტრაფიკის გადახარჯვის შემთხვევაში გამოითხოვება. არხის გამტარობა ღრუბლოვან სერვერებზე 1000 მბიტ/წმ-ია.

გაქვთ უფასო SSL?

დიახ. შეგიძლიათ, დააყენოთ უფასო SSL Let's Encrypt. თუკი პრობლემებს წააწყდებით, მიმართეთ ჩვენს ტექნიკური მხარდაჭერის გუნდს და დაგეხმარებით.

რამდენად სანდოა ZOMRO-ს ქსელი და მოწყობილობები?

ჩვენი ქსელი საუკეთესო ხარისხისაა, რადგან მხოლოდ ყველაზე თანამედროვე ქსელური აღჭურვილობა გამოიყენება. ის დაცულია DDoS-შეტევებისგან. გარდა ამისა, არსებობს ქსელის უზარმაზარი სიმძლავრე ყველა ძირითად სატრანზიტო TIER-I პროვაიდერთან. მუდმივი განვითარების წყალობით, მონაცემთა ცენტრების გამტარობა 10 ტბ/წმ-ია. ჩვენი სერვერები განლაგებულია TIER-III დონის მონაცემთა ცენტრებში.

faq_sphere